ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება ნატოს სამიტზე. ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისი თქმით, ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით, პოლიტიკა თანმიმდევრული და მიზანმიმართული იქნება.
„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში, არაერთი ინიციატივა ხორციელდება ნატოსთან თანამშრომლობით, რაც, ბუნებრივია, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით დაველოდებით თითოეულ იმ ნაბიჯს, რომელიც არის დაკავშირებული ნატოში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციასთან. ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.