ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპრატმენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული გზა თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, ნაფარეულსა და ლაფანყურს ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მონაკვეთზე არსებულ ორ ხიდს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 893 795.13 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.

Visited 446 times, 1 visit(s) today