ნაცატუში ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წელს ნაცატუში 4050 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა. გზა რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. დაგეგმილია ბეტონის სანიაღვრის მოწყობაც. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 315 800 (სამას თხუთმეტი ათას რვაასი) ლარია.

Visited 238 times, 1 visit(s) today