”ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება ყოველთვის იყო

”ნაციონალურ მოძრაობაში” ასეთი დაპირისპირების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ყოველთვის ჰქონდა, ახლა უბრალოდ ეს სააშკარაოზე გამოვიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს მათი შიდა საქმეა და ამაში ვერ ჩაერევიან. რაც შეეხება ”ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილის ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო გარიგებაზე საუბარს, მდინარაძის თქმით, ამაზე სერიოზულ კომენტარს პოლიტიკოსი ნამდვილად ვერ გააკეთებს.

Visited 192 times, 1 visit(s) today