ნაძალადევის რაიონის გამგებელმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
გასულ წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 16 362 300 ლარი დაიხარჯა. ბიუჯეტი 98,75%-ით შესრულდა.

„2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განვახორციელეთ. უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა, თუმცა კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი. 2019 წელსაც უცვლელია ჩვენი პრიორიტეტები. აქტიურად გაგრძელდება რაიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დასასვენებელი, სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების დახმარება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ირაკლი ხელაძემ გამგეობის გასული წლის საქმიანობის შეჯამებასთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Visited 107 times, 1 visit(s) today