ნიკოლოზ თოფურიძემ ღარიხევში გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ღარიხევში, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
ღარიხევში, სოფლის ცენტრალური გზის 600 მეტრიანი რთული მონაკვეთი მობეტონდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარით დაფინანსდა.
ნიკოლოზ თოფურიძემ და ვარლამ ჭიპაშვილმა იმ უბნის მოსახლეობის აზრი მოისმინეს, სადაც ახლადრეაბილიტირებული გზა გადის. ღარიხევის მოსახლეობა კმაყოფილია. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობამ მოსახლეობას ბევრი პრობლემა მოუხსნა.
გამგებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულს ყავს გამორჩეულად აქტიური დეპუტატი და ეს ამ თემში შემავალ სოფლებზე ნათლად აისახება.
ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა ნიკოლოზ თოფურიძეს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მომავალ წელს სოფელ ქროლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტში ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ელოდება.
ვიზიტის ფარგლებში, გამგებელმა სოფლის ხელმძღვანელობასთან ერთად, ღარიხევის ახლადრეაბილიტირებული, საუკუნოვანი სკოლა მოინახულა. ღარიხევის დაწყებითი განათლების სკოლა წელს 4 მოსწავლეს მიიღებს. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.

Visited 178 times, 1 visit(s) today