ნიკოლოზ სირაძემ მოადგილეებთან და სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ მოადგილეებთან და სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე, კატასტროფის რისკის შემცირების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა ტიპის დაწესებულებებში. მისი მიზანია მოსახლეობის სათანადოდ მომზადება ბუნებრივი კატასტროფების დროს უსაფრთხო და ეფექტური მოქმედებისთვის.

Visited 156 times, 1 visit(s) today