დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ქ.დედოფლისწყაროს ევდოშვილის ქუჩის მე-2 შესახვევში შესრულებული გარე განათების მოწყობის სამუშაო დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გაკეთდა ახალი ლედ ტიპის სანათები (50 w), რომლებიც ხარისხითა და განათების სიმძლავრით ბევრად აღემატება აქამდე არსებულ ქუჩის სანათებს. ადგილობრივმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ახალი ტიპის სანათები ქუჩას დღესავით ანათებს,ხოლო შეხვედრაზე მყოფი მძღოლების თქმით, ახალი განათების წყალობით, ტრანსპორტის გადაადგილებისას, მანქანის შუქების ჩართვაც კი აღარაა საჭირო.
მოგახსენებთ,რომ ახალი ლედ განათებები გაკეთდება ქ.დედოფლისწყაროს კონსტიტუციის, მარჯანიშვილის, სამხედროს, 1 მაისის, ფალიაშვილის, სარაჯიშვილის, ევდოშვილის 1-ელ, მე-3 და მე-4 შესახვევებში, ყაზბეგის, მეგობრობის(კორპუსების ეზო), ერეკლე მე-2-ის ქუჩასა და მის მე-3 შესახვევში, სოფელ სამრეკლოს მე-8 ქუჩაზე. ასევე, გაცნობებთ, რომ სრულიად შეიცვლება დედოფლისწყაროს ცენტრალური ქუჩის გარე განათება ე.წ. ცალმხრივებიდან სოფელ სამრეკლომდე.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
25/08/2017