ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ ფიროსმანში მშენებარე სარწყავი სისტემის წყალსაქაჩი სადგურის შენობა მოინახულა

17/07/2017

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მშენებარე სარწყავი სისტემის წყალსაქაჩი სადგურის შენობა, სადაც უახლოეს პერიოდში განთავსდება ტუმბოები.
,,წყალსაქაჩი სადგურის მშენებლობა სოფელ ფიროსმანში დამამთავრებელ ეტაპზეა. აშენებულია შენობა, მიყვანილია ახალი ელექტრო გადამცემი ხაზი და დადგმულია ქვესადგური. უკვე ჩაფენილია მილი, რომელიც სოფლის სარწყავ არხამდე მივა. აღნიშნული პროექტი ორი წლის წინ დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის დეპარტამენტი ახორციელებს. ამ პროექტს სოფელ ფიროსმანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თითქმის ათი წელია სარწყავი სისტემა აღარ მუშაობს და ადგილობრივების ვენახები გახმობის პირასაა. სარწყავი სისტემის აღდგენით სოფელს დაუბრუნდება სიცოცხლე და დიდიდ სტიმული მიეცემა ფიროსმანში მევენახეობის განვითარებას “ -განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპაიტეტი გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0