ნინოწმინდაში პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო” ფარგლებში პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა

03/08/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და დახმარებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინიცირებული პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო” ფარგლებში გაიმართა ღონისძიება – კონცერტი, სადაც სომეხი და ქართველი მწერლების საიუბილეო თარიღების მიხედვით მკითხველთან ინტერაქციის რეჟიმით დიალოგი, ასევე სომხურ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გამართეს. კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ჰაიარტუნ” კულტურულ – საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის, ქ. ერევნიდან ჩამოსული და ადგილობრივი ახახლგაზრდა მუსიკოსები. ბოლოს სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სასაჩუქრად გადასცეს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0