ნინოწმინდის მუნიციპალირტეტში, სახელმწიფო დროშა დაშვებულია

27/11/2017

სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში , მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში” დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0