ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ტერიანობა იზეიმეს

24/07/2017

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ცნობილი სომეხი პოეტის ვაჰან ტერიანის პოეზიისა და მისი სახლ- მუზეუმის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული იზეიმეს.
ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოსა და სომხეთის ,,მწერალთა კავშირის” წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები, ნინოწმინდა – ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, პარლამენტის წევრები, მათ შორის სომხეთის ,,ნაციონალური კრების ” წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დელეგაციები თბილისიდან და ერევნიდან, ასევე გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა კონცერტი ნინოწმინდის, წალკისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, ქალაქ ერვნის ,,ტერიანის” სახელობის კულტურული ცენტრის წარმომადგენლების, ცნობილი მომღერლების, სახალხო მთქმელების მონაწილეობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0