ნინო ბერძული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა

17/10/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანია იმ რეფორმების, გამოწვევებისა და მიღწევების გაცნობა, რაც საქართველოში შრომისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა.
საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტი, პერინატალური რეგიონალიზაცია, შრომის ინსპექცია, დასაქმება – ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0