ნინო ბურჯანაძის პოზიციას ორი ხელით მივესალმები

ორი ხელით მივესალმები ნინო ბურჯანაძის პოზიციას, რომ საქართველოში არც ერთი სამხედრო ძალა არ იყოს, – ამის შესახებ გოგი თოფაძემ განაცხადა.

“ამ საკითხზე ჩემი პოზიცია თქვენ კარგად იცით. მე და ჩემს თანაგუნდელებს მიგვაჩნია, რომ საქართველო – ჩემი სამშობლო, არც ერთ აგრესიულ სამხედრო ბლოკში არ უნდა იყოს. ჩვენი იდეალია საქართველო გაძლიერებული ეკონომიკურად, თავისი ისტორიითა და კულტურით იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ნეიტრალური ქვეყანა. ჩემი ქვეყნის არც ერთ სამხედრო ბლოკში მონაწილეობა მე სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა თოფაძემ.

Visited 134 times, 1 visit(s) today