ნინო გოხელაშვილი სესიაზე „ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე” სიტყვით გამოვიდა

17/10/2017

ქ. ვენაში ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილების განხორციელების (EEIDM) 2017 წლის სესია – „ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე“ გაიმართა. სესიაზე სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნინო გოხელაშვილი გამოვიდა. მან ყურადღება გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ურთიერთკავშირის; საქართველოში კლიმატის ცვლილების, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის საპასუხოდ განხორციელებული და მიმდინარე ქმედებების; ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის და საკითხთან დაკავშირებით ეუთოს როლის შესახებ გაამახვილა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მთავრობების და საელჩოების, მათ შორის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოსთან თანამშრომლობის პარტნიორობის და ეუთოს წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილების ვალდებულებების განხორციელების მიმოხილვა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0