ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დღეს, 3 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო სუხიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეთათვის გენდერული თანასწორობის საკითხების გაცნობა იყო. მოსწავლეები გაეცნენ იმ საერთაშორისო და ადგილობრივ მექანიზმებს რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას და ქალის მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს CEDAW კონვენციის, გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონების თაობაზე. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე და სკოლის ადმინისტრაცია.