ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელ თანამდებობასაც იგი 30 ნოემბრამდე იკავებს და აღნიშნა, რომ კომისიას საქართველოს მიმართ მხარდამჭერ პოზიციებს გაუზიარებს.
შეხვედრისას განიხილეს ასევე მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებული, მყარი ურთიერთობების განვითარების საკითხები.

Visited 65 times, 1 visit(s) today