ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს შეხვდა

17/11/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის კონტექსტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკული მხარე მზად არის საქართველოს დაეხმაროს ზოონოზური დაავადებების პრევენციის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ცოფის აღმოფხვრის მიმართულებებით.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0