ნოდარ კერესელიძე დანიელ ზაჰარჩუკს შეხვდა

17/10/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის სავაჭრო კომისარს, დანიელ ზაჰარჩუკს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ დანიელ ზაჰარჩუკს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების საკითხის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საქართველოში კანადური ნედლეულის გადამუშავების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ქართული თაფლისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მესაქონლეობის დარგის განვითარების საკითხებს, ხელოვნური განაყოფიერებისა და გენეტიკური მასალის გაცვლის საფუძველზე საქონლის ჯიშთა გაუმჯობესებისა და გამრავალფეროვნების გზით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0