ნოდარ ხადური სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სადაზღვევო სექტორს გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.
სადაზღვევო კომპანიების წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო, მათ შორის, სადაზღვევო სექტორის ჩართვა.

Visited 221 times, 1 visit(s) today