ნოდარ ჯავახიშვილი ირანის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბას თალებიფარს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც ირანის ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ინვესტირებით არაერთი ირანული კომპანიაა დაინტერესებული, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ირანის, ისე საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. აბას თალიბერმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ ემბარგოს მოხსნის და სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანულ კომპანიებს საქართველოში სერიოზული პროექტების განხორციელების საშუალება მიეცემა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სტუმარს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

Visited 187 times, 1 visit(s) today