ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძებას ქალაქ მარნეულში ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკუთარი პავილიონით შეუერთდა

მუსლიმები 21 მარტს ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ. ტრადიციული დღესასწაულისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება, რომელიც ცეკვის და სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია. ნოვრუზ ბაირამი მარნეულის მუნიციპალიტეტში მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიება სახალხო სეირნობით გაიხსნა, მოეწყო სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიება.
საზეიმო ღონისძიებას მინისტრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები სტუმრები და მუნიციპალიტეტში მაცხოვრლები ესწრებოდნენ. პირველმა პირებმა დაათვალიერეს ქუჩაში მოწყობილი პავილიონები, ეთნო კუთხეები, ნახატების გამოფენები. დაესწრნენ ღონისძიებას, რის შემდეგაც სცენაზე გადაინაცვლეს და ნოვრუზბაირამი მოსახლეობას მიულოცეს.
ამ დღისთვის მზადდება ტრადიციული კერძები და ტკბილეული. ცენტრალურ ქუჩაზე წარმოდგენილი იყო ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნო კუთხეები და მნიშვნელოვანი პროექტების ფოტოგამოფენა.
აზერბაიჯანული ცეკვის თანხლებით დაინთო ტრადიციული კოცონიც, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის პირველმა პირებმა მიიღეს.
21 მარტი, დღის და ღამის გათანაბრების, გათბობის, დედამიწის გამოცოცხლების ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევა.

Visited 260 times, 1 visit(s) today