ოალიციის სიაში იქნება თუ კოალიციის მიღმა, ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს არჩევნებში “ქართული ოცნების” შედეგს

12/01/2016

კოალიციის სიაში იქნება თუ კოალიციის მიღმა, ძირითადად ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს “ქართული ოცნების” შედეგს არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის მისთვის უცნობია იქნება თუ არა ივანიშვილი საარჩევნო სიაში.

“ამ დროისთვის ვერაფერს ვიტყვი იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიულ სიაში, თუმცა ამას მივესალმები. კოალიციის მიღმა იქნება თუ სიაში, გადამწყვეტი სიტყვის მქონე პიროვნება ის არის და ძირითადად ის განსაზღვრავს ამ პოლიტიკური ძალის შედეგს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, მივესალმები თუ ეს ღიად მოხდება და თვითონვე ჩაუდგება სიას სათავეში. ეს ჩვენთვისაც უფრო გააიოლებს ამ არჩევნების ჩატარებას. დღემდე, ჩემთვის არსებული ინფორმაციით, ის უარს ამბობს რაიმე პოსტის დაკავებაზე სახელისუფლებო სტრუქტურებში”, – განაცხადა მეჭიაურმა. რაც შეეხება ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მეჭიაურის თქმით, მისთვის ასევე უცნობია იქნება თუ არა ღარიბაშვილი საარჩევნო სიაში, თუმცა თუ იქნება, ის ამას მიესალმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0