ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში “ექვთიმეობა“ აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში “ექვთიმეობა“ აღინიშნა. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო ექვთიმე ღვთისკაცისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით “გაუტეხელი მებრძოლი – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.” ლიხაურის კულტურის სახლში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ექვთიმეობას“ ვულოცავ მთელს საქართველოს და გურიას. ეს დღესასწაული სოფელ ლიხაურში ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი გვმასპინძლობს. ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლი ჩვენი ქვეყნისთვის ფასდაუდებელია და ვისურვებდი, რომ სწორედ ექვთიმეს მაგალითზე აღიზარდონ მომავალი თაობები “-გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია.

Visited 151 times, 1 visit(s) today