ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 24 მილ 186 ათას 800 ლარს შეადგენს და ის შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდა: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 9 232 400 ლარით განისაზღვრა; პრიორიტეტი განათლება 4 000 000 ლარითაა წარმოდგენილი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 035 900 ლარს შეადგენს, ხოლო სოციალური უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა 1 695 500 ლარს.
ბიუჯეტის პროექტზე დასკვნები წარმოადგინეს საკრებულოს კომისიებმა და ფრაქციებმა, დაისვა შეკითხვები საკრებულოს წევებისა და იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც სხდომის მიმდინარეობას ონლაინ რეჟიმში ადევნებდნენ თვალს (დეტალურად იხილეთ სხდომის სრულ ვიდეო ჩანაწერში : http://oz.gov.ge/ge/pages/view/video ).
ბიუჯეტი 28 ხმით დამტკიცდა, კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

Visited 116 times, 1 visit(s) today