ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური ტექნიკა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოები სოფელ კონჭკათში ხორციელდება.
ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა სოფლებს: ხვარბეთი, ნატანები, სოფელი ოზურგეთი. შეზღუდვებია შრომისა და კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოსალოდნელი უამინდობის გამო მუნიციპალური ტექნიკა სოფლებში 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

Visited 145 times, 1 visit(s) today