ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

02/06/2017

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ შემუშავდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მეჩაიეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს გაეცნო. მიმდინარე წელს, იჯარით გაცემულ ჩაის პლანტაციებში ჩაის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. შექმნილია 4 კოოპერატივი, რომლებსაც კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის სპეციალისტები უწევენ. ოზურგეთში სულ 200 ჰა.-მდე ჩაის პლანტაციებს ჩაუტარდა ნახევარმძიმე და მძიმე გასხვლა. გატარდა აგროტექნიკური ღონისძიებები, შემოიღობა და გაიწმინდა ჩაის ფართოებები. ფართობების დამუშავების პროცესში გამოყენება მობილური მექანიზაცია და სხვადასხვა სახის ტექნიკა. 2017 წლის გაზაფხულზე ჩაის რეაბილიტაციიის პროგრამაში 100 ჰა.-ზე მეტი ჩაის პლანტაციით, დამატებით, 3 კომპანია ჩაერთო. „ენპარდის“ პროქტით მიმდინარეობს 23 ჰა. ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია. ორი პროექტი „ნაგომარი ჩაი“ და „ორი ნანა“ 153 000 ლარით დაფინანსდა. გასულ წელს 150 ჰა.-ზე მეტი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდა. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩამოყალიბების დღიდან ჩაის ფართობების აღდგენა-რეაბილიტაცია პრიორიტეტად დაისახა. დღეის მდგომარეობით, ექსპლოატაციაშია 400 ჰა.- ზე მეტი ჩაის პლანტაცია, რომელზეც 1000 ტონამდე ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი იკრიფება. 2-3 წელიწადში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაციის შედეგად შესაძლებელია დამატებით კიდევ 400-450 ჰექტარი ჩაის პლანტაციის აღდგენა. ყოველივე ეს, მნიშვნელოვან შემოსავლებს მისცემს მეჩაიეობის დარში დასაქმებულ ფერმერებს და გაზრდის მათ შემოსავლებს,“ – განმარტავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ხარაბაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0