ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა

07/09/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
შეკეთდა ლიხაურის ცენტრსა და ნიაბაურის ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდები.
პროექტის ჯამური ღირებულება 21 241 ლარს შეადგენს.
შესრულებული სამუშაოები გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ყაზაიშვილმა, გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დარჩიამ დაათვალიერეს.
სამუშაოები შეასრულა შპს „ჯორჯიან ბილდინგ კომპანიმ.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0