ოზურგეთის სოფლებში სილაურსა და ჯუმათში ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელებს მიწა გამოაცალა

08/07/2016

ოზურგეთის სოფლებში სილაურსა და ჯუმათში ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელებს მიწა გამოაცალა. დაიტბორა საყანე ფართობები. სოფელ სილაურში ბადრი ხელაძის ოჯახს დატბორვა ემუქრება. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახური. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0