ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი იმართება

08/07/2018

ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი იმართება. ფესტივალი, რომელიც უკვე მეცხრედ ტარდება უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის, ასევე საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ანსამბლებს მასპინძლობს. დღეს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ -მუზეუმში სტუმრების საზეიმო მიღება გაიმართა. სახლ- მუზეუმის ეზოში ოზურგეთისა და სხვადასხვა ქვეყნების ქორეოგრაფიული ანასმბლების კონცერტიც მოეწყო. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგნელები ესწრებოდნენ. ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალს, 8 ივლისს, მონაწილეთა აღლუმი, გალა კონცერტი და დაჯილდოვება დაასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0