ოზურგეთში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ოზურგეთში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულება 156 998 ლარს შეადგენს, სამუშაოები შ.პ.ს. „პალადამ“ შეასრულა. ლიფტები ქალაქ ოზურგეთში 4 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში: პეტრიწის ქ. N1, ფარნავაზ მეფის ქ. N1, კოსტავას ქ. N2 და გრიბოედოვის ქუჩის N31-ში მოეწყო.
დასრულებული პროექტი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ და ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დაათვალიერეს. უახლოეს მომავალში აღნიშნული კორპუსების ფასადებიც შეიცვლება.

Visited 71 times, 1 visit(s) today