გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილებას ახალი შენობა აქვს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მოადგილესთან ბესარიონ აბაშიძესთან, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, გუბერნატორის მოადგილეებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მდებარე ახალ სამმართველოში გურიის განყოფილების ინსპექტირების და სწრაფი რეაგირების ჯგუფები განთავსდება. შენობა გარემონტდა და აღიჭურვა უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.