ოზურგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

21/01/2019

ოზურგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მელექედურის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, ომში დაღუპულთა მემორიალის აღდგენა, მესამე ბრიგადაში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოში ბილიკისა და ბეტონის გზის სამუშაოები.
დასაფინანსებელი პროექტები რეგიონის სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0