ოზურგეთში ტრადიციული საახალწლო კარნავალი გაიმართა

საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ორგანიზებით დღეს რესტორან „თამარიონში“ ტრადიციული საახალწლო კარნავალი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ბენეფიციარებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, მასმედიის, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს და საახალწლო ნომრები წარმოადგინეს. კარნავალს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

Visited 181 times, 1 visit(s) today