ოზურგეთში ღონისძიება ,,წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“ გაიმართა

16/06/2017

დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ღონისძიება ,,წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“, რომელსაც გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.
კამპანიის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
აღნიშნული კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში, ემიგრანტებთან გამართული შეხვედრების შედეგად, რა დროსაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია) ემიგრანტებმა გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის/გამდიდრების სურვილი.
გურიის გუბერნიის თანამშრომლებმა იდეის განხორციელების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს და ემიგრანტებს საკუთარი წარწერებით გაფორმებული წიგნები უსახსოვრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0