ოთარ დანელიამ ნიდერლანდებში რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაათვალიერა.
ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – მსხვილფეხა საქონლის ფერმა და მიწის ნაკვეთი, სადაც კვლევები ხორციელდება – სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობას აძლევს.
რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზაზე მიმდინარე კვლევები ითვალისწინებს როგორც მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ქცევაზე დაკვირვებას, ასევე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ბიოსასუქების გამოყენების შედეგების შესწავლას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცენტრში როგორც სტუდენტები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომდგენლების აქტიურად არიან ჩართული ინოვაციური პროექტების განხორციელების პროცესში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დარგობრივი თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზის საუკეთესო მაგალითია და საქართველოსთვის ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე იმყოფებოდნენ.

Visited 113 times, 1 visit(s) today