ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს

29/11/2017

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
კენჭისყრა 29-30 ნოემბერს PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. მონაწილეობას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
უკრაინაში, ქ. კიევში მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში PABSEC-ის საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართა.
დელეგაციის ხელმძღვანელის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუდმივმოქმედი კომიტეტის განხილვის ძირითად თემას ასამბლეის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენდა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი და ბიზნეს ფორუმი.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი ხელმძღვანელობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0