ოთარ შამუგია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს, ტობიას მიუნხმაიერს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტობიას მიუნხმაიერს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ბიომრავალფეროვნების დაცვის პრიორიტეტულობაზე და ამ მიმართულებით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ტობიას მიუნხმაიერმა აღნიშნა, რომ კავკასიის ბუნების ფონდი მომავალშიც გეგმავს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Visited 54 times, 1 visit(s) today