ონში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

16/01/2019

ონში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შოთა სამხარაძე, რომელიც კურორტ შოვში თოვლის ფესტივალზე იმყოფებოდა, 12 იანვარს გაუჩინარდა.
დღეს მხარის სახელმწიფო რწმუნებული არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. არჩილ ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებსა და დაკარგულის ახლობლებს შეხვდა.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც კურორტ შოვის, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელშიც შესაბამის უწყებებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0