ონში, მხატვარ გიორგი ბერიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

03/09/2018

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მკვიდრის, მხატვრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის გიორგი (ჟორა) ბერიშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას ეწვია.
გიორგი ბერიშვილის ფერწერული ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაშია დაცული. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რაჭის პეიზაჟებს. ასევე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ონისა და მთის რაჭის სოფლების ყოფა-ცხოვრების ამსახველი სცენები. გამოფენა 1 სექტემბერს გაიხსნა და მხატვრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0