ონში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ონის მუნიციპლიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, დაფუძნდა სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცენტრი, რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გატაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შედეგად მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა:
აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედოონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ;
აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.
პროექტის მიზანია ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით და ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერა. სოციალური ჯგუფების მობილიზაცია. პროექტის სამიზნე რეგიონებია მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი. საზოგადოებრივი ცენტრის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის რეგიონში არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი

Visited 100 times, 1 visit(s) today