ორგანიზაცია “მომავლის სახლის” ბენეფიციარები , ჯომარდობის გამარჯვებულები გახდნენ

ორგანიზაცია “მომავლის სახლის” ბენეფიციარები ბორჯომში, ჯომარდობის გამარჯვებულები გახდნენ. ჯომარდობა პროექტ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში უკვე შვიდი წელია, რაც ხორციელდება. მისი ორგანიზატორია ახალგაზრდული მედია კავშირი. წელს ჯომარდობაზე 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. “მომავლის სახლის” ბენეფიციარები, რომლებიც უკვე მეოთხე წელია, პროექტში სტაბილურად მონაწილეობენ, წელს სამი შშმ პირით იყვნენ წარმოდგენილნი. “მომავლის სახლის” ბენეფიციართა ჯომარდობაზე მონაწილეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

Visited 92 times, 1 visit(s) today