ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი იწყება. მასში მონაწილეობა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, “1+4” ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. შერჩეული მასწავლებლები არაქართულენოვან სკოლებში გადანაწილდებიან, იქ სადაც სახელმწიფო ენის სწავლება განსაკუთრებულ წახალისებას საჭიროებს. ისინი ადგილობრივ მასწავლებლებს დაეხმარებიან გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში, ორი წლის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასს მიიღებენ, ხოლო პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე.
Visited 185 times, 1 visit(s) today