ოჩხამურში სახლების გადახურვა მიმდინარეობს

15/07/2017

ქობულეთში 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება. დღეს დაბა ოჩხამურში სამუშაოების მიმდინარეობა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი სახურავის თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას, ასევე წყალსარინი ღარებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობა 393 392 ლარს დახარჯავს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის მიზნობრივი პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0