პაპუნა მარგველიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართა

15/02/2021

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე ისაუბრა დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროულ და ეფექტურ გადაჭრაზე. მოისმინა თანამშრომლების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხები და ერთობლივად გაიმართა მსჯელობა მათი მოგვარების გზებზე. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ თითოეული თანამშრომელის ეფექტური მუშაობა განსაზღვრავს სამსახურისა და მთლიანად რეგიონის წარმატებას. სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე-გიორგი მაქარაშვილი, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საჯარო მოხელეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0