პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომდევნო სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომდევნო სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.
დეპუტატები კენჭს უყრიან წინა სხდომებზე განხილულ საკითხს – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტი სასესიო კვირაში „საქართველოს შრომის კოდექსსა“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. დეპუტატები სსიპ- საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიშს მოისმენენ. სხდომაზე, ასევე, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში იქნება წარმოდგენილი.
დღის წესრიგით წარმოდგენილია ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც ბიურომ შესაბამის კომიტეტებს გადასცა განსახილველად. ირაკლი კობახიძის განცხადებით პლენარული სხდომები 21-23 სექტემბერს გაიმართება.

Visited 80 times, 1 visit(s) today