პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის 17 – 20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს

16/03/2020

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, პარლამენტის 17 – 20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. კენჭსაყრელი საკითხების გარდა, დღის წესრიგშია ის განსახილველი საკითხები, რომლებიც წინა პლენარული სხდომიდან გადმოვიდა. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებში არის ასევე სიახლე, კერძოდ, მათ დაემატა კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა; „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა; „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა; „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა; „აკვაკულტურის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, I მოსმენა; პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ბიურომ ასევე განიხილა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები. შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად განსაზღვრა სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები, ამასთანავე გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის კომიტეტებში განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 17 მარტს, 12 საათზე გაიმართება, მანამდე კი ბიუროს სხდომა შედგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0