პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

„მინდა გამოვეხმაურო არნახულ აგრესიას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება, ომს, რომელსაც ყოველდღიურად მსხვერპლი მოაქვს – კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს განსაკუთრებულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ბიუროს სხდომაზე უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„ეს ომი დაკავშირებულია მსხვერპლთან, ადამიანურ ტრაგედიებთან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Visited 60 times, 1 visit(s) today