პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში იწყება

24/10/2017

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება. საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ისრაელში უკვე გაემგზავრა.
დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტი ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას ემსახურება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ისრაელში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0