პარლამენტის თავმჯდომარე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩთან, აბდულა ალ-მუტაირისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს და ამ კუთხით, ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე გაამახვილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და საუდის არაბეთის სამეფოდან ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის სამეფოს მიერ საელჩოს გახსნისთვის. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახლად გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებასა და ქვეყანებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობის განმტკიცებაში.

Visited 121 times, 1 visit(s) today